სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორული საქმიანობის 2018 წლის გეგმა და ეფექტიანობის
აუდიტთან დაკავშირებული საკითხები მოისმინა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ უმრავლესობის ლიდერთან არჩილ თალაკვაძესთან ერთად სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა და აუდიტის წარმომადგენლებმა ფინანსური, შესაბამისობის და ეფექტიანობის აუდიტების უკვე შესრულებულ და მომავალში დაგეგმილ სამუშაოებზე ისაუბრეს. ამასთან საუბარი შეეხო საბიუჯეტო ხარჯების ეფექტურ კონტროლსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართ საპარლამენტოზედამხედველობის გაძლიერებას.
„სახელმწიფო აუდიტი არის პარლამენტის მთავარი ბერკეტი, რათა მოვახდინოთ საბიუჯეტო ხარჯების ეფექტური კონტროლი. ამიტომ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისთვის,რომელიც უშუალოდ უწევს საპარლამენტო ზედამხედველობას აუდიტის სამსახურს, არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას ჰყავდეს ძლიერი და დამოუკიდებელიაუდიტის სამსახური. პარლამენტი ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რომ აუდიტის სამსახური იყოს დამოუკიდებელი და ამავე დროს მაქსიმალურად ეფექტიანად განვახორციელებთ საპარლამენტო ზედამხედველობას სახელმწიფო აუდიტის საქმიანობაზე.
იმისათვის, რომ ამომწურავად მივიღოთ ინფორმაცია აუდიტის მუშაობის შესახებ, შევთანხმდით, ანალოგიური შეხვედრები სისტემატურად გაიმართოს“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ასევე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე, რომელიც ამავდროულადკომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აქტებისა და დასკვნების განმხილველი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელია, თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ბერაია, გენერალური აუდიტორის მოადგილეები დავით გოგიჩაიშვილი, ეკატერინე ღაზაძე, ნოდარ ჯავახიშვილი და სხვა წარმომადგენლები.
