სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში, დღეს საქართველოს ეუთოს გენერალური მდივანი ლამბერტო ზანიე (Lamberto Zannier) ეწვევა.
გენერალური მდივანი თბილისში ბაქოდან ჩამოვა და ორი დღის განმავლობაში თბილისა და ბათუმში უმაღლესი დონის შეხვედრებს გამართავს.
ეუთოს ინფორმაციით, შეხვედრებზე განიხილება თანამშრომლობის საკითხები პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში, ასევე უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხები.
ლამბერტო ზანიე ხვალ საქართველოდან სომხეთში გაემგზავრება.
