პარიზში ლევილის მამულის მოწყობისა და განვითარებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
პარიზში ლევილის მამულის მოწყობისა და განვითარებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
17:47 05.02.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, „პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრის, ლევილის ქართული აკადემიის“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარე, ზვიად გონაძე არქიტექტურულ სამშენებლო-საზედამხედველო საკონსულტაციო კომპანია Scoping-ის წარმომადგენლებს შეხვდა. ქალაქ პარიზში გამართულ შეხვედრაში ექსპერტებმა, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ქართულ-ფრანგული ცენტრის მოწყობასა და განვითარებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი კონცეფცია განიხილეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია Scoping-მა მმართველ საბჭოს და ექსპერტებს მამულის მდგომარეობის შესწავლასთან დაკავშირებით გაწეული სამუშაოები წარუდგინა. შეხვედრაზე კომპანიას გააცნეს მმართველი საბჭოსა და ექსპერტების მხრიდან რეკომენდაციები, მათ შორის ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრის პროექტირების პროცესში ქართველი არქიტექტორის ჩართვისა და მამულის გეომეტრიული, ფიტოსანიტარული და გეოლოგიური კვლევების ჩატარების თაობაზე.

შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას არქიტექტურულ - სამშენებლო საკონსულტაციო-საზედამხედველო კომპანია Scoping-თან, რომელიც გასულ წელს კონკურსის შედეგად შეირჩა.

ბეჭდვა