ბრიუსელში პრემიერის ვიზიტი დაიწყო
ბრიუსელში პრემიერის ვიზიტი დაიწყო
12:26 05.02.2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში დაიწყო.
საქართველოს მთავრობის მეთაური საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე, რომელიც დღეს ევროპულ საბჭოში გაიმართება, ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს.
პრემიერ-მინისტრი უკვე ევროპულ საბჭოში იმყოფება, სადაც მას საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის დაწყებამდე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი სამუშაო საუზმეზე მასპინძლობს.


ბეჭდვა