საქართველოს პრეზიდენტმა მორიგი საკადრო ცვლილება რწმუნებულებს შორის განახორციელა.
როგორც „ნიუსპრესს“ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა
მანჯგალაძემ განუცხადა, სამცხე-ჯავახეთში გუბერნატორად ლაშა ჭკადუას ნაცვლად, ივანე წიკლაური დაინიშნა.
მანამდე, წიკლაური შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის უფროსის მოადგილე იყო.
პრესსპიკერის თქმით, სხვა რეგიონის გუბერნატორების შეცვლა არ იგეგმება.
