ფონდი „ქომაგი“ ხვალ კონფერენციას გამართავს
ფონდი „ქომაგი“ ხვალ კონფერენციას გამართავს
18:40 09.07.2012
საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია ფონდი „ქომაგის“ ორგანიზებით ხვალ, თემაზე - „სახელმწიფოს მიერ მოქალაქეებისა და საქართველოს  კონტროლის პალატის მიერ „ფონდი ქომაგის“ მიმართ განხორციელებული ქმედებები“ კონფერენცია გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ ფონდი „ქომაგიდან“ აცნობეს, კონფერენციის მუშაობაში დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორსიო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
მოქალაქეებზე განხორციელებული ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით დისკუსიას „ადამიანის უფლებათა ცენტრის“, არჩევნებისა და პოლიტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ და „საზოგადოებრივი დამცველის“ წარმომადგენლები დაესწრებიან.
კონფერენცია სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართება.



ბეჭდვა