დიმიტრი ქუმსიშვილმა ბელარუსელი მაშველები დააჯილდოვა
დიმიტრი ქუმსიშვილმა ბელარუსელი მაშველები დააჯილდოვა
15:49 31.01.2018
ბელარუსში ვიზიტის ფარგლებში, პირველმა ვიცე-პრემიერმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 2017 წლის აგვისტოში ბორჯომის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე ბელარუსელი მაშველების დაჯილდოებაში მონაწილეობა მიიღო და რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრს ვლადიმერ ვაშჩენკოს პირველი ხარისხის მედალი „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“, ხოლო 10 მაშველს სხვადასხვა ხარისხის მედლები გადასცა.
პირველ ვიცე-პრემიერს ბელარუსის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს სამოქალაქო დაცვის უნივერსიტეტში საპატიო დახვედრა მოუწყვეს.
პირველმა ვიცე-პრემიერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა დაათვალიერეს სასწავლებლის ლაბორატორიები და სიმულაციური აუდიტორიები, რომლებიც გათვლილია ყველა სახის საგანგებო მდგომარეობაზე. სტუმრები გაეცნენ ავტოსატრანსპორტო შემთხვევისა და ხანძრის იმიტაციურ წვრთნებს, დაათვალიერეს კრიზისული მართვის ცენტრების, მოდელირების, საინფორმაციო უზრუნველყოფის, კავშირგამბულობისა და სხვა სიმულაციური ლაბორატორიები.
დიმიტრი ქუმსიშვილმა სამახსოვრო ფოტო გადაიღო 2017 წლის აგვისტოში ბორჯომის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილებელარუსელ მფრინავებთან.
საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერს მეგზურობას უწევდა ბელარუსის საგანგებო სიტუაციათა მინისტრი ვლადიმერ ვაშჩენკო.


ბეჭდვა