ფრანგი სენატორები საფრანგეთის მთავრობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე პოზიციის დაფიქსირებას სთხოვენ
ფრანგი სენატორები საფრანგეთის მთავრობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე პოზიციის დაფიქსირებას სთხოვენ
17:41 09.07.2012
ფრანგი სენატორები საფრანგეთის ხელისუფლებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე პოზიციის კიდევ ერთხელ დაფიქსირებას სთხოვენ.
ამის შესახებ საფრანგეთის სენატის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნატალი გულემ პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„შეხვედრაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დევნილებთან დაკავშირებული საკითხები განვიხილეთ. გვაინტერესებდა რა შეიძლება გააკეთოს საფრანგეთის სენატმა ამ საკითხების გადაჭრის ხელშეწყობის მიზნით. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში დავაყენებთ საკითხს, რომ საფრანგეთის მთავრობამ კიდევ ერთხელ დააფიქსიროს თავისი პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით“ - აღნიშნა გულემ.

მისივე თქმით, ბაქრაძესთან შეხვედრის დროს ასევე საუბარი შეეხო კონკრეტულ პროექტების განხორციელების საკითხსაც.
ფრანგი სენატორის განცხადებით, საუბარი შეეხო კონკრეტულ პროექტს - ალზასის რეგიონისა და საქართველოს რომელიმე რეგიონის, ასევე, იონის დეპარტამენტისა და კახეთის დაძმობილების თემებს.

ბეჭდვა