ქვემო ქართლში კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების ვინაობა უკვე ცნობილია.
კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატები თეთრიწყაროში - მამუკა აბულაძე, წალკაში - აიკ მელტოიანი, გარდაბანში - მამუკა არეშიძე, ბოლნისში - დარეჯან ჩხეტიანი, რუსთავში - ზვიად ძიძიგური, დმანისში კი - პაატა ხიზანიშვილი არიან.
კანდიდატები წალკაში „ქართული ოცნების“ ოფისის პრეზენტაციაზე კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა. მან მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტებიც გააცნო.
წალკაში კოალიცია “ქართული ოცნების“ ოფისი დღეიდან ამოქმედდა.
