საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით ბელგიის
სამეფოს ეწვია.
დღეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება, რომელსაც ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს.
სხდომაზე კომისიის წევრები 2017 წლის საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამის შესრულებას განიხილავენ.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ასევე შეხვედრებს გამართავს ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან და ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან როუზ გოტმიულერთან.
