ზურაბ პატარაძემ აზერბაიჯანის გენერალურ კონსულთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
ზურაბ პატარაძემ აზერბაიჯანის გენერალურ კონსულთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
18:22 30.01.2018
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აზერბაიჯანის გენერალურ კონსულთან, რაშად ისმაილოვთან, დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე მხარეებმა 3 წლიანი თანამშრომლობა შეაჯამეს და რეგიონთაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში, სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს.

ზურაბ პატარაძემ კონსულს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ბეჭდვა