მიხეილ სააკაშვილმა მოლდოვას პრემიერ-მინისტრს ყვარელში უმასპინძლა
მიხეილ სააკაშვილმა მოლდოვას პრემიერ-მინისტრს ყვარელში უმასპინძლა
16:18 09.07.2012
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ ფილატს ყვარელში, საკუთარ  კარ-მიდამოში უმასპინძლა.
შეხვედრა არაფორმალურ გარემოში გაიმართა.
პრეზიდენტის თქმით, იმ ლიდერთა რიცხვს, რომლებიც ერთხმად აღნიშნავენ, რომ საქართველო არაკორუმპირებული და უსაფრთხო ქვეყანაა, მოლდოვას პრემიერ-მინისტრიც შეემატა.
პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ ფილატის ხელმძღვანელობით, მოლდოვას სამთავრობო დელეგაცია თბილისს დღეს ეწვია.

ბეჭდვა