მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობა მიესაჯა
მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობა მიესაჯა
18:00 26.01.2018
„ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს კიევის სააპელაციო სასამართლომ შინაპატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.

მას საღამოს 8 საათიდან დილის 7 საათამდე გადაადგილება ეკრძალება.

შეგახსენებთ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილი უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, პროკურატურამ გადაწყვეტილება გაასაჩივრა.



ბეჭდვა