ბიძინა ივანიშვილი - მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციაში გადავიდა და ხელისუფლებად ჩვენ გვაღიარებს
ბიძინა ივანიშვილი - მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციაში გადავიდა და ხელისუფლებად ჩვენ გვაღიარებს
16:08 09.07.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაღიზიანებულია  და ოპოზიციაშია გადასული. ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ისაუბრა.
მისი თქმით, ამას პრეზიდენტის ბოლო სატელევიზიო გამოსვლები ადასტურებს.
„მისი ბოლოდროინდელი სატელევიზიო გამოსვლები ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი გაღიზიანებულია, ის ოპოზიციაში გადავიდა და ჩვენ უკვე გვაღიარებს, როგორც ხელისუფლებას. ერთ-ერთ სოფელში სტუმრობისას დანგრეული გზების ნახვისას გაოგნებული დარჩა, შემდეგ სკოლაში შევიდა და იქაც საოცარი ემოციები გადმოარფქვია, თავისი ქვეცნობიერით გვაჩვენა - ის რეალურად მიხვდა, რომ მისი ადგილი ოპოზიციაშია“- განაცხადა ივანიშვილმა.
კოალიციის ლიდერი „თბილისი მარიოტში“ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციას ესწრებოდა.

ბეჭდვა