ივანიშვილი - სალომე ზურაბიშვილი ძალზე პრინციპული ქალბატონია, რაც დღევანდელ პოლიტიკას სჭირდება
ივანიშვილი - სალომე ზურაბიშვილი ძალზე პრინციპული ქალბატონია, რაც დღევანდელ პოლიტიკას სჭირდება
15:44 09.07.2012
სალომე ზურაბიშვილს საინტერესო პოლიტიკური წარსული აქვს და ის დღევანდელ ქართულ პოლიტიკას სჭირდება. ამის შესახებ კოალიცია  „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, შესაძლოა, იგი უახლოეს დღეებში პარტია „სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზის“ საპატიო თავმჯდომარეს სალომე ზურაბიშვილს შეხვდეს.
„მე რამდენჯერმე გამოვთქვი ქალბატონი სალომეს მიმართ ჩემი სიმპატია და შემიძლია გავიმეორო, რომ მას აქვს ძალიან საინტერესო პოლიტიკური წარსული. მან მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს გვაჩვენა, რომე ძალზე პრინციპული ქალბატონია, რაც დღევანდელ პოლიტიკას ძალიან სჭირდება“ -განაცხადა ივანიშვილმა.
კონკრეტულად როდის შედგება ზურაბიშვილისა და ივანიშვილის შეხვედრა ჯერ უცნობია.


ბეჭდვა