გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა ლომაია კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობას გამორიცხავს.
როგორც დღეს ჟურნალიტებს ლომაიამ განუცხადა, ნიუ-ორკში 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გამართული აქცია წარმომადგენლობის ორგანიზებული იყო და აქციაზე კოალიციის წევრებიც მივიდნენ.
„ჩვენს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრი თვითონ მოვიდა. ჩვენ არსად არ მივსულვართ“ - განაცხადა ლომაიამ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ, პრესკონფერენციაზე „ლეიბორისტული პარტიის“ წევრებმა ისაუბრეს. ასევე, გავრცელდა ფოტოები, სადაც ლომაია და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ერთად იყვნენ დაფიქსირებული.
