თამარ ხულორდავა: ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი სერბეთში არ შემდგარა
თამარ ხულორდავა: ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი სერბეთში არ შემდგარა
14:23 25.01.2018
თამარ ხულორდავა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტის სერბეთში ვიზიტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

როგორც ის აღნიშნავს, ვიზიტი ოფიციალური არ ყოფილა. მისივე განცხადებით, ბიბილოვი შეხვდა სერბეთის პატრიარქს და ამასთან დაკავშირებით თვითონ სერბეთის პარტრიარქს მოუწია განმარტების გაკეთება.

„ზოგიერთმა მედიასაშუალებამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერის ვიზიტთან დაკავშირებთ. აუცილებელია ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტის, ბიბილოვის ოფიციალური ვიზიტი სერბეთში არ შემდგარა. ბიბილოვს არ შეხვედრია სერბეთის ხელისუფლების არცერთი ოფიციალური პირი, მიუხედავად მათი მცდელობებისა. ბუნებრივია, მას არ შეხვედრია არც სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერი, ქალბატონი მაია გოიკოვიჩი, რომელსაც დღეს საქართველოში ვმასპინძლობთ.
ჩვენთვის ცნობილია, რომ ბიბილოვი შეხვდა სერბეთის პატრიარქს და ამასთან დაკავშირებით თვითონ სერბეთის პარტრიარქს მოუწია განმარტების გაკეთება. მან თქვა, რომ ეს იყო პირადი ხასიათს, არაოფიციალური შეხვედრა, რომელიც პირადი კონტაქტების გამოყენებით შეთანხმდა.
როგორც ჩანს, არასწორი ინფრმაციის გავრცელება იმან გამოიწვია, რომ ბიბილოვი ესტუმრა რესპუბლიკა სერბსკას, რომელიც არის ბოსნია-ჰერცოგოვინის სახელმწიფოში შემავალი ავტონომიური ერთეული. ამ ვიზიტსაც ოფიციალურ ვიზიტად არ აღიარებს ბოსნიის სახელმწიფო, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერტორიულ მთლიანობას.
სერბეთი ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყანაა და აქედან გამომდინარე ჩვენ ბევრი საერთო გამოწვევა და ინტერესი გვაქვს. ამასთან სერბეთი საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას და ურთიერთბის გაღრმავებას. ამ პროცესში მნიშვნელოვანი იქნება პარლამენტების დონეზე თანამშრომლობის განვითარება და გამოცდილების ურთერთგაზიარება”-განაცხადა ხულორდავამ.

ბეჭდვა