ივანიშვილი მიიჩნევს, რომ მერაბიშვილი სააკაშვილის გუნდში ერთ-ერთი მოაზროვნე ფიგურაა
ივანიშვილი მიიჩნევს, რომ მერაბიშვილი სააკაშვილის გუნდში ერთ-ერთი მოაზროვნე ფიგურაა
15:28 09.07.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი სააკაშვილის გუნდში  ერთ-ერთი მოაზროვნე ადამიანია.
ამის შესახებ ივანიშვილმა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართულ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციაზე განაცხადა.
"არაერთხელ ვთქვი და ვადასტურებ, რომ მიხეილ სააკაშვილის გუნდიდან ვანო მერაბიშვილი ერთ-ერთი მოაზროვნე კაცია, თუმცა, დღეს მერაბიშვილიც, ადეიშვილიც და სხვებიც ვინც მოიაზრებოდნენ ასეთებად, აბსოლუტურად აცდენილ გზაზე არიან და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობენ" - განაცხადა ივანიშვილმა.
ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი პრეზიდენტმა 30 ივნისს პრემიერ-მინისტრად დანიშნა.

ბეჭდვა