აფრიკის ქვეყნები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს პატივს სცემენ.
ამის შესახებ გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა
კახა ლომაიამ დღეს, პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძისა და გაეროში აფრიკის ქვეყნების ელჩების შეხვედრის დასრულებისას განაცხადა.
„სახელმწიფოები, რომელსაც წარმოადგენენ ელჩები იმ აბსოლუტურ უმრავლესობას მიეკუთვნებიან, ვინც მტკიცედ აღიარებს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და სუვერენიტეტს“ - აღნიშნა ლომაიამ.
მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებს აფრიკულ სახელმწიფოებთან.
„ამასთან, საუბრის ერთ-ერთი მთავრი თემა იყო იძულებით გადაადგილებილ პირთა დაბრუნების საკითხისადმი მხარდაჭერა“ – აღნიშნა გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა.
