ბიძინა ივანიშვილი - ქვეყანაში გამეფებული უკანონობის სათავეში მიხეილ სააკაშვილი დგას
ბიძინა ივანიშვილი - ქვეყანაში გამეფებული უკანონობის სათავეში მიხეილ სააკაშვილი დგას
14:01 09.07.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის განვითარება კანონიერების აღდგენით უნდა დაიწყოს, რადგან დღეს საქართველოში უკანონობაა გამეფებული და  ამ უკანონობის სათავეში ქვეყნის პირველი პირი - მიხეილ სააკაშვილი დგას.
ამის შესახებ კოალიციის ლიდერმა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული მიზეზების გამო, ქვეყნის აღმშენებლობა სხვა საკითხებით ვერ დაიწყება.
„აუცილებლია ქვეყანაში სამართლიანობის განცდა დავაბრუნოთ. ცვლილებებს სწორედ ეს ფუნდამენტი უნდა დავუდოთ. დღეს, საქართველოში არც სასამართლო არც მედია და არც სხვა სფეროები არ არის თავისუფალი. ამიტომ, სწორედ, ეს უნდა გახდეს საქართველოში სამართლიანობის დასაწყისი“ - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ მისთვის პრიორიტეტი ეკონომიკა და პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართულობაა.
თუმცა, მისივე თქმით, მთავარი ამოცანა ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენაა.

ბეჭდვა