პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარეში ძლიერი წყალდიდობის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, „დემოკრატიული მოძრაობა“ დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებსა და ახლობლებს თანაგრძნობას უცხადებს.
კრასნოდარის მხარეში, სტიქიამ 171 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და 24 ათასზე მეტი დააზარალა. წყალდიდობის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები კვალავ გრძელდება.
ამასთან, სამედიციონო დახმრება 205 ადამიანს აღმოუჩინეს, საიდანაც 48 ბავშვია, ხოლო დაშავებულებიდან 159 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია, მათ შორის 16 არასრულწლოვანი.
სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა გამო, რუსეთში დღეს გლოვის დღეა გამოცხადებული.
