ირაკლი კობახიძე უზბეკეთის ოლიი მაჯლისის სენატის თავმჯდომარეს შეხვდა
ირაკლი კობახიძე უზბეკეთის ოლიი მაჯლისის სენატის თავმჯდომარეს შეხვდა
11:46 22.01.2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, უზბეკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნისოლიი მაჯლისის სენატის თავმჯდომარეს, ნიგმატილა იულდოშევს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოსა და უზბეკეთს შორის არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ურთიერთობებზე და მისი გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

ირაკლი კობახიძემ ოლიი მაჯლისის სენატის თავმჯდომარეს საქართველოში მიმდინარე რეფორმები და ქვეყნის განვითარების პრიორიტეტები გააცნო.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში დეპუტატები: ზვიად ძიძიგური, სიმონ ნოზაძე, კახაბერ ოქრიაშვილი, ენზელ მკოიანი, ლევან ბეჟანიძე, ბექა ოდიშარია და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.



ბეჭდვა