საქართველოს ელჩმა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელი გადასცა
საქართველოს ელჩმა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელი გადასცა
09:49 19.01.2018
შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს ახლადდანიშნულმა ელჩმა, დავით ჯალაღანიამ რწმუნებათა სიგელი გადასცა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს, ალან ბერსეს.

ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები. მათ შორის შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა ქვეყანებს შორის არსებული ბრწყინვალე ორმხრივი ურთიერთობები. ხაზი გაესვა სექტორული თანამშრომლობის დიდ პოტენციალს, მათ შორის ეკონომიკის, დუალური განათლების, კულტურისა და სამთო ტურიზმის სფეროებში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ელჩმა შვეიცარიის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერისა და რუსეთთან მედიაციის როლის შესრულებისათვის.

ალან ბერსემ დავით ჯალაღანიას კონფედერაციაში მოღვაწეობისას მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა.

ბეჭდვა