ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე NDI-ს
მიერ ჩატარებული კვლევის პოლიტიკურ ნაწილს აფასებს. როგორც ეკა ბესელია განმარტავს, ნიშანდობლივი ტენდენციაა, რომ „ქართულ ოცნებას“ მუდმივად მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს.
„ყოველ წელს, თითქმის, არჩევნები გვაქვს და ყველა არჩევნები აჩვენებს განსხვავებულ მოცემულობას. აქ ერთი, რაც არის სახასიათო, ნიშანდობლივი ტენდენცია, მუდმივად აქვს ჩვენს პოლიტიკურ ძალას მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა. რამდენია ეს გამოხატული ციფრებში, მე არჩევნებს დავეყრდნობოდი. ტენდენცია იგივეა, მმართველ ძალას აქვს მეტი მხარდაჭერა, პოლიტიკურ ოპოზიცურ სპექტრში უფრო გადანაწილებულია განწყობები და სიმპატიები, მაგრამ აქ ზოგადად საინტერესოა ტენდენციები, რა აწუხებს მოსახლეობას,“- განაცხადა ეკა ბესელიამ.
NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის პოლიტიკური ნაწილის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს მოსახლეობის უმრალვლესობა მხარს „ქართული ოცნებას“ (27%) დაუჭერდა. რაც შეეხება შემდეგ პოზიციებს- არც ერთი პარტია - 24%; არ ვიცი - 15%; უარი პასუხზე - 13%; „ნაციონალური მოძრაობა“ – 10%; „ევროპული საქართველო“ – 3%; სხვა - 7%.
