NDI: ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს გამოკითხულთა 27% „ქართული ოცნებას“ დაუჭერდა მხარს, „ნაციონალური მოძრაობას“ 10%
NDI: ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს  გამოკითხულთა 27% „ქართული ოცნებას“ დაუჭერდა მხარს, „ნაციონალური მოძრაობას“ 10%
11:08 18.01.2018
NDI-ს მიერ ჩატარებული კვლევის პოლიტიკური ნაწილის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს,  მოსახლეობის უმრალვლესობა მხარს „ქართულ ოცნებას“ (27%) დაუჭერდა. რაც შეეხება შემდეგ პოზიციებს- არც ერთი პარტია - 24%; არ ვიცი - 15%; უარი პასუხზე - 13%; „ნაციონალური მოძრაობა“ – 10%; „ევროპული საქართველო“ – 3%; სხვა - 7%.

აღნიშნული გამოკითხვა 2017 წლის 29 ნოემბერი - 19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი. NDI-ს კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

ბეჭდვა