„ქართუ ჯგუფის“ აქციათა მესაკუთრე უცხოური კომპანების ადვოკატები დღეს ბრიფინგს გამართავენ.
როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, ადვოკატები კრის ვასილიადესი და მაიკლ პიტაკესი საქართველოში უკვე ჩამოვიდნენ.
„ქართუ ჯგუფის“ აქციათა 100%-ის გაყიდვა ალბათ, ხვალ საჯარო აუქციონზე მოხდება. ჩვენთვის ცნობილი არ არის ვინ ყიდულობს აქციებს. ალბათ, ხელისუფლებას აქვს პასუხი ამაზე. შეიძლება არავინ იყიდოს და შემდეგ ხელისუფლებამ მიიტაცოს“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.
„ქართუ ჯფუგის“ აქციათა მესაკუთრე უცხოური კომპანიების ადვოკატების ბრიფინგი სასტუმრო „თბილისი მარიოტში “ 14.00 საათზე გაიმართება
