ბიძინა ივანიშვილი უახლოეს დღეებში თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს
ბიძინა ივანიშვილი უახლოეს დღეებში თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს
11:18 09.07.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მიმდინარე კვირაში, თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ნაწილს წარადგენს.
ამის შესახებ კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, 14 ივლისს, „ქართული ოცნების“ ლიდერი სოფელ ჩარგალში ვაჟაობის დღესასწაულს დაესწრება. 15 ივლისს კი, კოალიცია „ქართული ოცნება“ გორის კომბინატის დასახლებაში, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციას გამართავს.
გორის აქციაზე ივანიშვილი „ქართული ოცნების“ შიდა ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებსაც წარადგენს.

ბეჭდვა