NDI: გამოკითხულთა უმეტესობა ნაწილობრივ დარწმუნებულია, რომ არჩევნებზე ხმების დათვლა სწორად მოხდა
NDI: გამოკითხულთა უმეტესობა ნაწილობრივ დარწმუნებულია, რომ არჩევნებზე ხმების დათვლა სწორად მოხდა
11:53 16.01.2018
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ მოსახლეობისთვის დასმულ კითხვაზე, „რამდენად დარწმუნებული ხართ, რომ ხმების დათვლა სწორად მოხდა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე“, გამოკითხულთა 18 % აცხადებს, რომ სრულიად დარწმუნებულია. რაც შეეხება მოსახლეობის უმეტესობას- 35% ნაწილობრივ დარწმუნებულია, 19% - ნაკლებადაა დარწმუნებული, 11% - საერთოდ არ არის დარწმუნებული.

კვლევები NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს
მიერ შესრულდა და 29 ნოემბერი - 19 დეკემბრის პერიოდს მოიცავს. 
საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.9%-ია.


ბეჭდვა