დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და
სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანს უმასპინძლა.
დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სოზარ სუბარმა თურქეთის ახალდანიშნულ ელჩს მისიის დაწყება მიულოცა და სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო.
