„ქართული ოცნების“ წევრები ზურაბ ზვიადაური და კახი კალაძე გუშინ ახმეტის მოსახლეობას შეხვდნენ.
კოალიციის წევრებმა ახმეტის მოსახლეობას „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა გააცნეს და რაიონში არსებული პრობლემების გადაჭრის ხედვა წარუდგინეს.
„ჩვენ ყველანი ერთად უნდა დავდგეთ, რომ თითეული ქართველის ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს“ - განაცხადა ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბრისას ზურაბ ზვიადაურმა.
