საქართველოს პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ ფილატის ხელმძღვანელობით მოლდოვას სამთავრობო დელეგაცია ეწვია.
როგორც „ნიუსპრესს“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში განუცხადეს, პრემიერ-მინისტრებს შორის შეხვედრა დღეს დილით მთავრობის კანცელარიაში გაიმართება.
11.00 საათისთვის ვლადიმერ ფილატი და ვანო მერაბიშვილი გაფორმების ეკონომიკურ ზონას ეწვევიან.
ასევე მოლდოვური დელეგაციის ვიზიტისას ხელი მოეწერება შეთანხმებას საბაჟო სფეროში ურთიერთდახმარების შესახებ. შეთანხმებას ხელს მოაწერენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრი იური ლიანკა.
