საქართველოს სამაშველო სამსახური კრასნოდარის მხარეში გასამგზავრებლად მზადყოფნაშია
საქართველოს სამაშველო სამსახური კრასნოდარის მხარეში გასამგზავრებლად მზადყოფნაშია
19:01 08.07.2012
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახური მზად არის დახმარება გაუწიოს რუსეთის კრასნოდარის მხარეში  მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას.

განცხადებას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შსს-ს სამაშველო სამსახურმა პრეზიდენტისგან დავალება მიიღო, რის საფუძველზეც მაშველები მზად არიან, რუსეთის ფედერაციაში, კრასნოდარის მხარეში მომხდარ წყლალდიდობასთან დაკავშირებით, გაფრინდნენ ან გაემგზავრნონ ზღვით, რათა ადგილზე გაუწიონ დახმარება წყალდიდობით დაზარალებულ მოსახლეობას.

ქართული მხარე ასევე მზად არის ჰუმანიტარული დახმარების გასაგზავნად.

კრასნოდარის მხარეში ძლიერი წყალდიდობის შედეგად 134 ადამიანი დაიღუპა, 12 ათას 71 დაზარალდა.


ბეჭდვა