გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო მდივნად ანა ნაცვლიშვილი დაასახელა. ის ანა
დოლიძეს შეცვლის, რომელიც გუშინ პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად დაასახელა.
ანა ნაცვლიშვილი აქამდე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ხელმძღვანელობდა.
"სწორედ, მისი ხედვიდან, მისი პრინციპების მიმართ ერთგულებიდან და აგრეთვე მისი მაღალი იურიდიული კვალიფიკაციიდან გამომდინარე, მე შევთავაზე მას ერთერთი უმნიშვნელოვანესი საქმიანობა და მიხარია, რომ ქალბატონი ანა დათანხმდა ამ თანამდებობას. ჩვენ კვლავაც ძალიან აქტიურად გავაგრძელებთ თანამშრომლობას მთავარ საპარლამენტო ორგანოსთან საქართველოს პარლამენტთან და იმედი მაქვს, რომ ეს თანამშრომლობა იქნება ორიენტირებული უკეთესი სამართლებრივი, პოლიტიკური რეალობის შესაქმნელად საქართველოში", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
