საქართველოს ხვალ პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ ფილატის ხელმძღვანელობით მოლდოვას სამთავრობო დელეგაცია ეწვევა.
როგორც „ნიუსპრესს“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში განუცხადეს, პრემიერ-მინისტრებს შორის შეხვედრა 09.00 საათზე მთავრობის კანცელარიაში გაიმართება.
11.00 საათისთვის ვლადიმერ ფილატი და ვანო მერაბიშვილი გაფორმების ეკონომიკურ ზონას ეწვევიან.
ასევე ცნობილია, რომ მოლდოვური დელეგაციის ვიზიტისას ხელი მოეწერება შეთანხმებას საბაჟო სფეროში ურთიერთდახმარების შესახებ. შეთანხმებას ხელს მოაწერენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრი იური ლიანკა.
