ირაკლი კობახიძე: სამწუხაროა, რომ დამოუკიდებელ თანამდებობებზე პრეზიდენტი რეგულარულად თავის თანამშრომლებს წარადგენს
ირაკლი კობახიძე: სამწუხაროა, რომ დამოუკიდებელ თანამდებობებზე პრეზიდენტი რეგულარულად თავის თანამშრომლებს წარადგენს
17:33 08.01.2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრად ანა დოლიძის დასახელებას აკრიტიკებს.

როგორც კობახიძე განმარტავს, დამოუკიდებელ თანამდებობებზე პრეზიდენტის მიერ დანიშნული მოხელეები სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობაზე უარყოფით გავლენას მაინც ვერ მოახდენენ.

„სამწუხარო მოვლენაა, რომ იმ თანამდებობაზე, რომელიც წარმოადგენს ე.წ. დამოუკიდებელ თანამდებობებს, პრეზიდენტი რეგულარულად წარადგენს თავის თანამშრომლებს. ეს არის ძალიან ცუდი ტენდენცია. თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ვერ მოახდენს გავლენას საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობაზე“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


საქართველოს პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად ანა დოლიძე დაასახელა. ის უფლებამოსილების შესრულებას 16 იანვრიდან შეუდგება.

ბეჭდვა