პრეზიდენტი პარლამენტში ხვალ 20.00 საათზე გამოვა
პრეზიდენტი პარლამენტში ხვალ 20.00 საათზე გამოვა
15:17 27.02.2012
პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით ხვალ 20.00 საათზე გამოვა. ამის შესახებ განცხადება ბიუროს სხდომაზე გაკეთდა, რომელიც რამდენიმე წუთის  წინ დაიწყო.
მიხეილ სააკაშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით დეტალებს სწორედ ბიუროს სხდომაზე ათანხმებენ.
უკვე არსებობს შეთანხმება, რომ პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დებატები გაიმართება.
პროცედურის თანახმად, პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ ორსაათიანი შესვენება გამოცხადდება. შესვენების შემდეგ ფრაქციების თავმჯდომარეთა გამოსვლები დაიწყება, რომელთა ხანგრძლივობას ბიურო დაადგენს.

ბეჭდვა