ირაკლი ბერაია: იმის ნაცვლად, რომ ანალიზი გაკეთებულიყო - შსს-ს აუდიტორული შემოწმების დასკვნას პოლიტიკურად ანგაჟირებული გაშუქება მოჰყვა
ირაკლი ბერაია: იმის ნაცვლად, რომ ანალიზი გაკეთებულიყო - შსს-ს აუდიტორული შემოწმების დასკვნას პოლიტიკურად ანგაჟირებული გაშუქება მოჰყვა
12:50 06.01.2018
დეპუტატი ირაკლი ბერაია გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, შინაგან საქმეთა სამინისტროში დანამატის სახით რვა მილიონ ლარამდე გაიცა.

„თუ წარმომადგენლობით ხარჯებს ჩავხედავთ, აუდიტის დასკვნაშივე განმარტებულია, რომ 2016 წელს 2015-თან შედარებით ხარჯები შემცირებულია, ხოლო დანამატების ოდენობა სახელფასო ფონდთან შედარებით 2%-საც კი არ შეადგენს. აქვე ხაზგასმით მსურს აღვნიშნო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო 2013 წლიდან გატარებული რეფორმების მასშტაბებითა და შინაარსით ერთ-ერთი ყველაზე მიწინავე უწყებაა.


აუდიტის დასკვნები ეფექტიანობის და ანგარიშვალდებულების გაზრდას ემსახურება და მაგალითად, სახელფასო პოლიტიკის სფეროში ჩვენ უკვე მივიღეთ ახალი კანონმდებლობა“-აცხადებს ბერაია.

ბეჭდვა