ბაჩო ახალაიას ექვსი მოადგილე ეყოლება
ბაჩო ახალაიას ექვსი მოადგილე ეყოლება
13:50 08.07.2012
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ხუთი მოადგილის ნაცვლად, ექვსი ეყოლება, აქედან  ერთი ამავდროულად სასაზღვრო პოლიციის უფროსი იქნება.

შესაბამისი ცვლილება პრეზიდენტის ბრძანებულებით შსს-ს დებულაბაში განხორციელდა.

კერძოდ, 2004 წლის პრეზიდენტის ბრძანებულებით, შს მინისტრს აქამდე 5 მოადგილე ჰყავდა, მათ შორის ერთი პირველი მოადგილე იყო.

განხორციელებული ცვლილების თანახმად, მინისტრს ეყოლება ერთი პირველი და ხუთი მოადგილე. მინისტრის ერთი მოადგილე პარალელურად შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას უხელმძღვანელებს.

პრეზიდენტის ბრძანებულება უკვე ძალაშია.




ბეჭდვა