"ლეიბორისტული პარტიის"ლიდერი შალვა ნათელაშვილი არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ ერთადერთ გზად ხალხის ქუჩაში გამოყვანას მიიჩნევს.
როგორც შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ლეიბორისტები პარლამენტის წინ 29 მარტს, არჩევნების შესაძლო გაყალბების წინააღმდეგ, მიტინგს გამართავენ.
მისი განცხადებით, ხალხი აქციას უნდა შეუერთდეს და არჩევნების მოსალოდნელ გაყალბებასთნ დაკავშირებით თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ.
მისი თქმით, პოლიტიკური პარტიები, რომელთა წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ქუჩაში გამოსვლით შეუძლებელია არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ ბრძოლა, სააკაშვილზე უფრო საშიშ ძალებს წარმოადგენენ.
ნათელაშვილის შეფასებით, ქართველმა ხალხმა არჩევნები უნდა მოიგოს არჩევნებამდე, რადგან არჩევნების შემდეგ პროტესტი გვიანი იქნება.
