მოძრაობის პოლიტიკურმა საბჭომ თემურ შაშიაშვილს „თეთრების“ თავჯდომარის პოსტზე ვადა გაუხანგრძლივა.
გადაწყვეტილება „თეთრების“ კონგრესზე იქნა მიღებული.
როგორც „ნიუსპრესს“ თემურ შაშიაშვილმა განუცხადა დღევანდელ კონგრესზე ჩამოყალიბდა თეთრების ხედვა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით.
„ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოში მართვის სისტემა კორუმპურებულია და ეს უნდა შეიცვალოს. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ჩვენი პოზიციები ყველა დონეზე და მიგვაჩნია, რომ სათავეში ხალხის მიერ არჩეული პიროვნება უნდა იყოს, რადგან ისინი არიან ანგარიშვალდებულნი იმ ხალხის წინაშე ვინც მათ ირჩევს. ქვეყანაში, რაიონსა თუ სოფელში ერთი კაცის ბატონობა უნდა დამთავრდეს“-განაცხადა შაშიაშვილმა და აღნიშნა, რომ ქვეყანას სჭირდება ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა და ეს სისტემა ხელისუფლების შეცვლის გარეშე ვერ ჩამოყალიბდება.
მისივე თქმით აქამდე მოძრაობა „თეთრები“ ქმნიდა მხოლოდ ანალიზსა და პროგრემებს, ახლა კი ხალხის მოთხოვნით ჩამოყალიბებული პროგრამების რეალიზაციას აპირებს .
