პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ მაჟორიტარების საკითხში ერთიან პოზიციას უნდა მიაღწიოს.
ამის შესახებ კუკავამ პოლიტიკური მოძრაობა „თეთრების“ კონგრესზე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, საჭიროა გადაწყდეს ერთიანი ოპოზიციური მაჟორიტარობის კანდიდატების საკითხი რადგან თუ ოპოზიციას კონკრეტულ საარჩევნო უბანში ერთზე მეტი კანდიდატი ეყოლება ეს პირდაპირ ნაციონალური მოძრაობის წიქვილზე დაასხამს წყალს.
“თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმება მინიმუმ მაჟორიტარობის კანდიდატებზე. ამიტომ, დღეიდან ვიწყებთ მოლაპარაკებებს და ვთავაზობთ ყველა პოლიტიკურ პარტიას შევთანხმდეთ ამ საკითხზე ¬- სადაც შესაძლებელი იქნება კონსულტაციების გზით, ხოლო სადაც საჭირო იქნება პრაიმერის გზით“ - განაცხადა კუკავამ „ნიუსპრესთან“ საუბარში და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით “თავისუფალ საქართველოს“ თანხმობა მიღწეული აქვს “ტრადიცოინალისტებთან“ და “თეთრებთან“ თუმცა მოლაპარაკებებს სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთანაც აგრძელებენ.
