თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრი, ჯაბა სამუშია ქეთევან წამებულის გამზირზე
სოციალურად დაუცველ და მიწისძვრით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშიამ ქეთევან წამებულის 58 ნომერში მცხოვრები, რამდენიმე ოჯახი მოინახულა.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მოსახლეობას პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა. მისი თქმით „ქრისტიან-დემოკრატები“ ამ მიზნით თბილისის მერიას სპეციალური განცხადებით უახლოეს მომავალში მიმართავენ.
