მაია ფანჯიკიძე - კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ქვორუმის შეკრებას ხელს უშლიან
მაია ფანჯიკიძე - კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ქვორუმის შეკრებას ხელს უშლიან
15:01 27.02.2012
"ქართულ ოცნებაში" "მეცხრე არხისთვის" მაუწყებლობის სიხშირის მინიჭების ხელოვნურ შეფერხებებზე საუბრობენ.
კოალიციის პრესმდივნის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, კომისიის ორი წევრი, აკაკი სიხარულიძე და კარლო კვიტაიშვილი ამ საკითხთან დაკავშირებულ სხდომაზე არ მიდიან და ქვორუმის შეკრებას ხელოვნურად აფერხებენ.
"მინდა შევახსენო ამ ორ წევრს, რომელთა გამოუცხადებლობის გამო ქვორუმი არ იკრიბება. მათ ქართული საზოგადოება 10 ათას ლარზე მეტი ოდენობის ხელფასს უხდის. ასეთი ხელფასის პირობებში კი, სამსახურში არ სიარული და მოვალეობის არ შესრულება ნამდვილად იმსახურებს საზოგადოების აღშფოთებას და პროტესტს" - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ ტრადიციულ ბრიფინგზე.

ბეჭდვა