მიხეილ ჯანელიძე: ჩვენი მიზანია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები ეფექტური გახდეს
მიხეილ ჯანელიძე: ჩვენი მიზანია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები ეფექტური გახდეს
17:43 21.12.2017
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიზანია, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები ეფექტური გახდეს.

ამის შესახებ ჯანელიძემ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებების ფორმატის დონის ამაღლებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.


„ჩვენი მიზანია, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები გახდეს ეფექტური და ჩვენ შევძლოთ რეალურად კონფლიქტის დარეგულირების მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა. სამწუხაროდ ამ ფორმატში ძალიან ბევრი რაუნდი გაიმართა ძირითად საკითხებზე, ეს არის პირველ რიგში ძალის არ გამოყენება, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა და იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნება. იმ დონეზე რა დონეზეც ეს დისკუსიები იმართება, სამწუხაროდ, ვერ ხდება გადაწყვეტილებების მიღება. ამიტომ ჩვენი მიზანია რომ მაქსიმალური ჩართულობა იყოს საერთაშორისო პარტნიორების, მაქსიმალურად მაღალ დონეზე, რათა ჩვენ შევძლოთ საკითხების გადაჭრა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის გზების გამოძებნა“ – განაცხადა ჯანელიძემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გუშინ, პარლამენტარებთან შეხვედრის დროს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესსა და მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატთან დაკავშირებით ისაუბრა.



ბეჭდვა