საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა საქართველოში ამერიკის
შეერთებული შტატების ელჩის მოადგილესთან ელისაბედ რუდთან გამართა შეხვედრა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველო-აშშ-ს თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, მათ შორის საუბარი შეეხო 2017 წლის 15 დეკემბერს ვაშინგტონში ჩატარებულ საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ხალხთაშორისი კავშირებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შედეგებს და ამ მიმართულებით სამომავლო ერთობლივ ქმედებებზე.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო აშშ-ს ეროვნულ უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტს და მის ძირითად მიმართულებებს, გამოითქვა კმაყოფილება, რომ დოკუმენტში საქართველო ფიგურირებს როგორც პირდაპირ, ისე რეგიონულ კონტექსტში, რაც წარმოადგენს აშშ-სა და საქართველოს შორის მაღალი დონის სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ ერთ თვალსაჩინო გამოხატულებას და კიდევ ერთხელ ადასტურებს აღნიშნული ადასტურებს, რომ საქართველო და რეგიონში მიმდინარე პროცესები მნიშვნელოვან ადგილს იკავებს აშშ-ს ადმინისტრაციის დღის წესრიგში.
უწყების ცნობითვე, საუბარი ასევე შეეხო, ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის სხვადასხვა პრიორიტეტულ საკითხს და გამოითქვა იმედი, რომ 2018 წელი კვლავინდებურად წარმატებული იქნება საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების კუთხით.
