საქართველოს ელჩი ყაზახეთში „ყაზახეთის რესპუბლიკის დიპლომატიური სამსახურის 25 წლისთავთან“ დაკავშირებით სამახსოვრო მედლით დააჯილდოვეს
 საქართველოს ელჩი ყაზახეთში „ყაზახეთის რესპუბლიკის დიპლომატიური სამსახურის 25 წლისთავთან“ დაკავშირებით სამახსოვრო მედლით დააჯილდოვეს
18:40 18.12.2017
ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის კაირატ აბდრახმანოვის ინიციატივით საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთის რესპუბლიკაში ზურაბ აბაშიძე „ყაზახეთის რესპუბლიკის დიპლომატიური სამსახურის 25 წლისთავთან“ დაკავშირებით სამახსოვრო მედლით დააჯილდოვეს.

საზეიმო ცერემონიის ფარგლებში, ხაზი გაესვა საქართველოსა და ყაზახეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების დადებით დინამიკას პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო და კულტურულ-ჰუმანიტარული მიმართულებებით, მათ შორის აღინიშნა მიმდინარე წელს ყაზახეთში საქრთვლოს პრეზიდენტის ვიზიტი.
ასევე ხაზგასმით იქნა აღნიშნული საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატებში წარმატებული თანამშრომლობა და საერთაშორისო სპეციალიზებულ გამოფენაში ექსპო-2017-ში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობა.
რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამახსოვრო მედალს ექსკლუზიურად გადასცემს ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს და უცხოელ სამოქალაქო პირებს, ძირითადად პოლიტიკოსებსა და დიპლომატებს, ყაზახეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური კავშირებისა და მეგობრული ურთიერთობების განმტკიცების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.


ბეჭდვა