აჭარის მთავრობის აპარატის ბიუჯეტით გათვალისწინებული წარმომადგენლობითი ხარჯები მაღალი რანგის
საერთაშორისო ღონისძიებებს მოხმარდ.
ამასთან დაკაშირებით აჭარის მთავრობაში აცხადებენ.
ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებს დღეს აჭარის მთავრობის აპარატის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტისუფროსმა ბესიკ ლილუაშვილმა უპასუხა.
„ეს არ არის პასუხი „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს არის ანგარიში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისმოსახლეობისთვის, რომ მოსახლეობა კიდევ ერთხელ დარწმუნდეს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ყოველ თეთრს ხარჯავს მიზნობრივად დახარჯავს იმისთვის, რისი საჭიროებაც დგას კონკრეტულ მომენტში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წინაშე. მეორე და მთავარი: მიმდინარე წელს აჭარისმთავრობამ უმასპინძლა არაერთ საერთაშორისო დონის კონფერენციასა თუ შეხვედრას. საკმარისია გავიხსენოთ თუნდაც ევროპის საკონსტიტუციოსასამართლოთა კონგრესი; თავდაცვისა და უსაფრთხოების მინისტერიალი; პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტები და სხვა არაერთი მაღალი რანგისსტუმარი, ღონისძიება თუ კონფერენცია. ყველა ეს ხარჯი, როგორც თვითონ მოიხსენიებენ, „სარესტორნო ხარჯი“ გაწეულია სწორედ ამ სტუმრებისპროტოკოლის მიხედვით, პროტოკოლის შესაბამისად და კანონის სრული დაცვით. აქვე შემიძლია განვმარტო, რომ არცერთი თეთრი ამ ხარჯიდან არ არისდახარჯული საქართველოს მოქალაქეზე, ან საქართველოს მთავრობის, ან სამინისტროს წარმომადგენლის, ან ქართველი ინვესტორის მიღებაზე. აქვე მინდაკიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში წარმომადგენლობითი ხარჯი გასულ წლებთან შედარებითრამდენჯერმე არის შემცირებული. ფაქტობრივად სამჯერ და ოთხჯერ წინა წლებთან შედარებით. ისინი ხარჯავდნენ ათობით ათას ლარს თითოღნისძიებაში. შეგიძლიათ თქვენ თვითონ გამოითხოვოთ ინფორმაცია, თუ რამდენი იხარჯებოდა 2012 წლამდე და რამდენი იხარჯება დღეს” - განაცხადა ბესიკ ლილუაშვილმა.
