საფრანგეთში მომხდარი ტრაგედიის გამო პრემიერი მწუხარებას გამოთქვამს
 საფრანგეთში მომხდარი ტრაგედიის გამო პრემიერი მწუხარებას გამოთქვამს
12:49 15.12.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საფრანგეთში მომხდარი ტრაგედიისა და ბავშვების გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
ამასთან დაკავშირებით გიორგი კვირიკაშვილის განცხადება პრემიერის პრესსამსახურმა გაავრცელა.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საფრანგეთში, ქალაქ პერპინიანში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, საუბედუროდ, მათ შორის ბავშვებიც არიან.
ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებს, ფრანგ ხალხს და მთავრობას. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.
ქართველი ხალხი და მთავრობა მათ გვერდშია ამ დიდ განსაცდელში“- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში ერთმანეთს სასკოლო ავტობუსი და მატარებელი შეეჯახა, რის შედეგადაც 4 ბავშვი გარდაიცვალა, სულ მცირე 20 ადამიანი დაშავდა, აქედან 11-ის მდგომარეობა კი კრიტიკულია.


ბეჭდვა