ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, იმის მტკიცება, რომ ტენდერები
მიკერძოებულად ტარდება, არასერიოზულია.
მისივე თქმით, ტენდერების ჩატარების პროცედურა გამჭვირვალეა, ამიტომ ვინმესთვის უპირატესობის მინიჭება შეუძლებელია.
„აბსოლუტურად არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ტენდერები ტარდება რაიმე მიკერძოებით, იმიტომ რომ ეს ისეთი პროცედურაა, სადაც უბრალოდ შეუძლებელია რამე უპირატესობა მიანიჭო ვიღაცას, იმდენად გამჭვირვალე პროცედურაა. თავისთავად არასწორია, როდესაც ვინმე ცდილობს ნაცნობობით ვიღაცის ჩართვას, ესაა მიუღებელი, რაც კარგად ჩანს პრემიერის პასუხებიდანაც. საქმეს განიხილავენ კომპეტენტური ორგანოები და ისინი იტყვიან პასუხს“- განაცხადა სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გაჩეჩილაძე (უცნობი) მთავრობას ტენდერების არაკანონიერად ჩატარებაში ადანაშაულებს.
