სემეკის წევრობაზე დავით ნარმანია წარადგინეს
 სემეკის წევრობაზე დავით ნარმანია წარადგინეს
18:28 14.12.2017
თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია სემეკის წევრობაზეა ნომინირებული.
ნარმანიას კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტს მთავრობამ შესთავაზა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, მთავრობისა და პრეზიდენტის შეთანხმებით სულ 3 კანდიდატია ნომინირებული.
„მიმდინარე წელს საქართველოს პრეზიდენტის მიერ სემეკის წევრობაზე წარდგენილია 3 კანდიდატი. მოგეხსენებათ, რომ სემეკის წევრების საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა საჭიროებს საქართველოს მთავარობასთან შეთანხმებას. შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ნომინირებული იქნა ქალბატონი მაია მელიქიძე, რომელიც უკვე დამტკიცებულია და გოჩა შელიას კანდიდატურა. ხოლო საქართველოს მთავრობის მხრიდან პრეზიდენტს ეთხოვა დავით ნარმანიას კანდიდატურა“- განაცხადა აბაშიშვილმა.

ბეჭდვა